შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან საგანელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. უფაში, სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტის სისტემაში მშენებელ ოსტატად; იყო უბნის უფროსი, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი და უფროსი; 1967-1986წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენში" N332 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად და მმართველად; 1986-1987წწ. მუშაობდა N12 სამშენებლო ტრესტ "ხიდმშენის" მმართველის მოადგილედ; მისი ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტის სარკინიგზო-სატრანსპორტო და სამოქალაქო-სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, კერძოდ: ამიერკავკასიის რკინიგზის "თბილისი-სამტრედიის" მონაკვეთის მეორე ლიანდაგები, სამტრედიის რკინიგზის ახალი კვანძი, "მარაბდა-ახალქალაქის" ახალი სარკინიგზო ხაზი, თბილისისა და ბორჯომის სარკინიგზო და ფოთის საზღვაო ვაგზლები, საექსპლუატაციოდ გადაიცა ელმავალმშენებელი, ელექტროვაგონშემკეთებელი და ელექტროტექნიკური ქარხნების კომპლექსები, საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები (დონბაიში, ბაკურიანში), შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, საავადმყოფოები, დასასვენებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები და საცხოვრებელი სახლები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.494 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |