შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ საკანდელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი), საშენი მასალებისა და ნაკეთობების კათედრის დოცენტად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" N1 რკინაბეტონის ნაკეთობების ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, ფონიჭალის საშენი მასალების კომბინატისა და ლილოს რკინაბეტონის ნაკეთობების ქარხნის დირექტორი; მისი თაოსნობით ლილოს ქარხანასთან აშენდა სუპერპლასტიფიკატორების საამქრო, რომელმაც პირველად, ყოფილ სსრ კავშირში, გამოუშვა ბეტონების უნიკალური ქიმიური დანამატი; საფუძველი ჩაუყარა საქართველოში 500 და უფრო მაღალი სიმტკიცის ბეტონების, აგრეთვე, "კმ-30", "სპკს-1", "სპკს-2" და "მსპ-20" მარკების სუპერპლასტიფიკატორების თეორიულ კვლევებსა და წარმოებაში დანერგვას; არის 8 გამოგონების ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ქუთაისის №73 საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). კალათბურთელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.496; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.302 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |