The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ სალაყაია

თეიმურაზ სალაყაია
Date of birth:5 February, 1937  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით 1961 წელს.

1961-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს საგზაო სამეცნიერო საკვლევი სადგურის ხიდსაცდელი ჯგუფის ინჟინრად, უფროს ინჟინრად და ჯგუფის ხელმძღვანელად; 1965 წელს გადაყვანილ იქნა გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N9 ხიდების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1971 წელს გადაყვანილ იქნა საავტომობილო გზების სამინისტროს N13 საექსპლუატაციო უბნის მთავარ ინჟინრად; 1972 წელს საავტომობილო გზების სამინისტროს სახელმწიფო გზების სამმართველოს უფროს ინჟინრად; 1974 წლიდან სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1975-1981წწ. მუშაობდა საავტომობილო გზების სამინისტროს N5 საგზაო საექსპლუატაციო უბნის მთავარ ინჟინრად; 1981-1983წწ. N4 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1984-1993წწ. გორის ხიდების სარემონტო-სამონტაჟო და N11, N2 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოებში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1993-1995წწ. მუშაობდა კონცერნ "საქავტოგზის" მშენებარე ობიექტების დირექციაში მთავარ სპეციალისტად; 1995 წელს დაინიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო გზების ექსპლუატაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1998 წლიდან მუშაობდა გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის დირექციაში მთავარ სპეციალისტად; 2005 წლიდან მუშაობს შპს "გზამშენპროექტში" ტექნიკური განყოფილების უფროსად; საქართველოს საავტომობილო გზების სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობისას, როგორც მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ინჟინერი, წარმატებით ასრულებდა საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გამოცდა-გამოკვლევის სამუშაოებს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.497-498

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მეგზევე

Share: