შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასიფ-მეჰმედ-ფაშა გუჯაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, გურია. 1820 წელს თავადმა დავით მაჭუტაძემ იგი გაყიდა ოსმალეთში. იქ ჩაყვანილი ქართველი ბიჭი, ასევე წარმომავლობით ქართველმა ხოსრო (ხუსრევ) მეჰმედ-ფაშა ჩხეიძე-ერისთავმა გამოისყიდა და აღზარდა. დაბალი სამხედრო სამსახურის შემდეგ ჯერ მაიორი, შემდეგ პოლკოვნიკი გახდა. 1830 წელს მას "გენერალ-მაიორის" წოდება მიენიჭა, ხოლო 1836 წელს ბოსფორის ბრძოლებმა მას "გენერალ-ლეიტენანტის" სამხრეები მოუტანა. 1839 წელს მიენიჭა "მუშირის" (მარშლის) წოდება და ქ. ნიშის გამგებლადაც დანიშნეს. შემდეგ მას სილისტრის (1840), ქოსთენდილის (1842), სალონიკის (1844), ვადინასა და ტრაპიზონის (1850) გამგებლის პოსტებზე ნიშნავენ. 1854 წელს იგი კვლავ სამხედრო სამსახურს უბრუნდება და ანატოლიის ჯარების სარდლად ინიშნება. ყარსის ბრძოლების მონაწილეა, რომლის დროსაც ის რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ მალე მეომარ ქვეყნებს შორის გაფორმებული საგანგებო კონვენციის შედეგად, იგი ტყვეობიდან გაანთავისუფლეს. ომის დამთავრების შემდეგ ვასიფ-მეჰმედ-ფაშა დრო და დრო ასრულებდა ჰასის, თოფჰანეს, არაბეთის მუშირის მოვალეობას და დანარჩენი სიცოცხლე სამხედრო სამსახურში გაატარა. მუშირი (მარშალი). წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.161
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |