The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



საყვალა სალუქვაძე

საყვალა სალუქვაძე
Date of birth:30 July, 1944  (80 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1968 წელს; მოსკოვის საკავშირო ქალაქგეგმარების ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს.

სხვადასხვა დროს იყო ოზურგეთის მთავარი არქიტექტორი, საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, სამშენებლო ტრესტ "კოლხთმშენის" ოზურგეთის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ოზურგეთის გამგებელი; ხელმძღვანელობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გურიის მხარის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტს; მისი ძირითადი ნამუშევრებია: სსრკ კავშირის სამინისტროს 1300-ადგილიანი ტურისტული კომპლექსი ქ. სევასტოპოლში (ა. ყრუაშვილთან, ზ. კაკალაშვილთან, რ. პავლიაშვილთან ერთად, 1968), ეთნოგრაფიული მუზეუმი ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში (1981), მოსწავლეთა სასახლე ქ. ოზურგეთში (1984), ადმინისტრაციული და სამედიცინო დაწესებულებები ოზურგეთის რაიონის სოფლებში (1988-1989) მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ქ. ოზურგეთში (თ. ლომჯარიასა და დ. სვანიძესთან ერთად), გურიის სატრანსპორტო კომპლექსი და სხვა; საკავშირო და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი; რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.499-500; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის

Share: