The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლერი მაჩაიძე

ლერი მაჩაიძე
Date of birth:6 February, 1938  (87 years)
Category:Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) საოპერატორო ფაკულტეტი 1978 წელს.

1960 წლიდან მუშაობს "ქართულ ფილმში". როგორც დამდგმელმა ოპერატორმა მუშაობა დაიწყო ახალგაზრდა რეჟისორთა მ/მ ფილმებით: "შადრევანი" (თ. ბაქრაძე, 1972), "ზღვარი" (თ. გომელაური, 1973), "ლახტი" (ბ. რაჭველიშვილი, 1973), "თბილისური ეტიუდები" (ი. ასათიანი, 1974). გადაიღო რევაზ გაბრიაძის კინონოველები: "კავკასიური რომანსი" (1975), "მწვერვალთა დამპყრობნი" (1977), "ლიმონის ტორტი" (1977); თანამშრომლობდა რეჟისორებთან: გ. მატარაძესთან -"გოლა" (1980), "მოთხრობები პირველ სიყვარულზე" (1981), "ყველაზე სწრაფები" (1988); დ. ჯანელიძესთან - "ვერსათრიელა" (1982), "დედუნა" (1985), "მდგმურები" (1989), "ციხე-სიმაგრე" (1993); გ. შენგელაიასთან -  "ქვიშანი დარჩებიან" (ა. მღებრიშვილთან ერთად, 1976) და "ხარება და გოგია" (1987); ა. ცაბაძესთან - "ღამის ცეკვა" (1991); ნ. მანაგაძესთან - "ანგელოზის გადაფრენა" (2000). გადაღებული აქვს "ბათა ქექია" (ლ. გორდელაძე, 1978), "წერილები ბამიდან" (თ. ფალავანდიშვილი, 1980), "წითელი ხაზი" (მ. კიკნაძესთან ერთად / დ. სხირტლაძე, 1983), "უკვდავების თეთრი ვარდი" (ნ. მჭედლიძე, 1984), "გზა ჩალაურისკენ" (ა. შანშიაშვილი, 1994). მიღებული აქვს საკავშირო კინო ფესტივალის პრიზი "ოქროს არწივი" ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის (1993); ქართული კინოაკადემიის პრემია "ნატო", (1997). კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.129; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 599-600


Share: