შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიქაელი (არქიმანდრიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 1980 წლიდან იყო ეკლესიის მრევლი. 1983 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში მედავითნედ დაინიშნა. 1985 წლის 15 თებერვალს მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მანგლელმა მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა (იორამიშვილმა) დიაკვნად აკურთხა და სახელად რომანოზი უწოდა. 1986 წლის 7 იანვარს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და ცხინვალის ზღუდერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1990 წლის 13 მაისს წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია აკურთხა, მის წინამძღვრად მამა რომანოზი დაადგინა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. 1990 წლის დეკემბერში რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. 1993 წლის 21 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა იობმა (აქიაშვილი) ჯუმათის მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა და სახელად მიქაელი უწოდა. ამავე დღეს იღუმენის წოდება მიენიჭა და აღნიშნული მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1995 წლის ნოემბრიდან რუსთავის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1996 წლის 24 ივნისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. არქიმანდრიტი მიქაელი (კასრაძე) წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურიც იყო. წყარო: ვიკიპედია-თავისუფალი ენციკლოპედია: ok.ru/mxolodqart
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |