Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ხურციძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საპრასია, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაოგიური ფაკულტეტი 1931 წელს. 1941 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ვანის რაიონის სკოლებში მასწავლებლად, იყო სკოლის დირექტორიც. გრიგოლ ხურციძე ლიტერატურულ ასპარეზზე 20-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, აქტიური ურთიერთობა ჰქონდა თბილისელ მწერლებთან, მის არქივში დაცულია მიმოწერა კონსტანტინე გამსახურდიასთან, მიხეილ ჯავახიშვილთან, ლეო ქიაჩელთან და დემნა შენგელაიასთან. 1934 წელს სალიტერატურო გაზეთში გამოაქვეყნა მოთხრობა "ყანები და ხალხი", რომელსაც რეცენზია დემნა შენგელაიამ დაურთო. ამას მოჰყვა თარგმანები, ნოველები და რომანი "ჩვენი დღე და სოფელი", რომელიც ფრონტზე წასვლამდე ლეო ქიაჩელს დაუტოვა. რომანი მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, ვანო წულუკიძემ გამოსცა. 1941 წლის 10 სექტემბერს, დიდი სამამულო ომის დაწყებიდან მალე, გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. იგი თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს, სამთვიანი სწავლების შემდეგ კი, 1941 წლის 29 დეკემბერს, ყირიმის ფრონტზე გადაისროლეს. 1942 წლის ივლისში, სევასტოპოლის მისადგომებთან მდებარე საპუნ-გორას ციხესიმაგრესთან საბრძოლო მოქმედებების დროს, გრიგოლ ხურციძე გმირულად დაიღუპა. მისი საფლავი ცნობილი არ არის. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |