Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტრისტან სამუშია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1979წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" რაიონული დაგეგმარების განყოფილების არქიტექტორად; 1979-1981წწ. საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტ "ორგენერგომშენში" - ჯგუფის ხელმძღვანელად; 1981-1986წწ. თბილისის საძიებო-საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში" ; 1988-1990წწ. იყო გეგეჭკორის (მარტვილი) სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის მთავარი არქიტექტორი; 1990-1992წწ. ხელმძღვანელობდა გალის რაისაბჭოს აღმასკომთან არსებულ საპროექტო=სამშენებლო კოოპერატივს; 1994 წლიდან მის მიერ შექმნილი საპროექტო-სამშენებლო ფირმა "სფინქსის" დირექტორია; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად მონაწილეობდა გალის რაიონის დაგეგმარებაში, გეგეჭკორის რაიონის საცხოვრებელი და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტების, დაბა ჯვარზენის სპოერული კომპლექსისა (არქიტექტორ დარეჯან ფიცხელაურთან ერთად) და "ენგურჰესის' კომპლექსის დაპროექტებაში; მისი პროექტები განხორციელებულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; არის არაერთი არქიტექტურული კონკურსის მონაწილე, მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი და მათი დანგრევის მონაწილე; აქტიურად არის ჩართული "სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, არქიტექტურულ-სამშენებლო, ინტელექტუალურ-საპატენტო, "ეკოლოგიური და ეკონომიკური ტერმონების განმარტებითი ლექსიკონის" რედკოლეგიის საქმიანობაში. საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.500 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |