The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფრიდონ სამსონია

ფრიდონ სამსონია
Date of birth:1 March, 1948  (77 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1974წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" ინჟინრად; 1974-1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში - ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1977-1978წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატის სამრეწველო საწარმოთა და ტექნიკურ სამმართველოებში - ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1978-1985წწ. იყო ამავე სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი; 1985-2002წწ. N2 სამშენებლო ტრესტიდ N1 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 2002-2007წწ. შპს "ალიონი-99"-ის მშენებლობის მენეჯერი; 2007 წლიდან შპს "ალიონიმშენის" დირექტორია; მონაწილეობდა თბილისის N1 გიმნაზიის შენობის აღდგენით სამუშაოებში, ო. ღუდუშაურის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს, ასევე, სხვა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროს ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციაში. დაჯილდოებულია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.500-501; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების მედალი

Share: