შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფრიდონ სამსონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1974წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" ინჟინრად; 1974-1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში - ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1977-1978წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატის სამრეწველო საწარმოთა და ტექნიკურ სამმართველოებში - ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1978-1985წწ. იყო ამავე სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი; 1985-2002წწ. N2 სამშენებლო ტრესტიდ N1 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 2002-2007წწ. შპს "ალიონი-99"-ის მშენებლობის მენეჯერი; 2007 წლიდან შპს "ალიონიმშენის" დირექტორია; მონაწილეობდა თბილისის N1 გიმნაზიის შენობის აღდგენით სამუშაოებში, ო. ღუდუშაურის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს, ასევე, სხვა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროს ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციაში. დაჯილდოებულია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.500-501; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |