The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ სანთელაძე

მიხეილ სანთელაძე
Date of birth:13 October, 1915
Date of death:1998  (at 82 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1940 წელს.

მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის "რემმშენკანტორის" ინჟინრად; არის II მსოფლიო ომის მონაწილე; 1941-1945წწ. მსახურობდა წითელი არმიის რიგებში, ლენინგრადის ფრონტზე ხელმძღვანელობდა საინჟინრო სამსახურს; 1946 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1952-1954წწ. იყო შავი ზღვის ფლოტის უფროსი ოფიცერი ქ. სევასტოპოლში; 1954 წლიდან ისევ "თბილქალაქპროექტის" მთავარი არქიტექტორია; მისი ძირითადი ნამუშევრებია: საქართველოს საგეგმო კომიტეტის საცხოვრებელი სახლი მლეთისა და კობის ქუჩების გადაკვეთაზე, დახურული საცურაო აუზი ვაკეში, ორდარბაზიანი კინოთეატრი "საქართველო" ავჭალის გზატკეცილზე, ჩოგბურთის დახურული კორტები მარჯანიშვილის ქუჩაზე, 108-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ოქტომბრის ქუჩაზე და სხვა; იყო 50 რეალიზებული პროექტის ავტორი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები სამამულო ომში მონაწილეობისათვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.501

Awards and Honors

  • ომის ვეტერანი
  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: