შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ სანიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1963-1964წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "თბილმეტრომშენში" ბეტონის სამუშაოების ლაბორანტად; 1964-1965წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიაში" მშენებელ ოსტატად; 1965-1982წწ. იყო იმავე სამინისტროს ცენტრალურ-ნორმატიული საკვლევი ორგანიზაციის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე; ასევე, დირექტორი; 1982-1986წწ. მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "თბილწყალკანალის" უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1986-1991წწ. სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" მთავარ ინჟინრად; 1991-1995წწ. სს "ტრესტ N13"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; 1995-1999წწ. სამშენებლო ფირმა "ლომბადას" მთავარ მშენებლად; 1999-2010წწ. იყო შპს "კურორტმშენის" დირექტორი; 2010 წლიდან სათავეში ჩაუდგა შპს "კურორტპროექტს"; ხელმძღვანელობდა არაერთი მსხვილი საკურორტო და ტურისტული ობიექტის, მათ შორის, ცხრასართულიანი სასტუმრო "ბახტრიონის" კომპლექსის მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.501
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |