Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ სარალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლ ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963--1966წწ. მუშაობდა ყაზახეთში, ქ. ჯეზყაზგანში, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ყაზჰიდროსპეცმშენის" სამშენებლო სამმართველოში გრავიტაციული და მიწის კაშხლების, სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ობიექტების რეკონსტრუქცია-მშენებლობებზე; 1966-1973წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" N2 სამშენებლო ტექნიკური განყოფილებისა და უბნის უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1973-1976წწ. მივლინებული იყო ავღანეთში ქიმიური ქარხნისა და თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე, ერთ-ერთი სამშენებლო კომპლექსის ხელმძღვანელად; 1976-1977წწ. მუშაობდა რუსთავის სახლსაშენი კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1977-1992წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი, წამყვანი სპეციალისტი, სახელმწიფო მრჩეველი, კურირებდა ენერგეტიკული და სატრანსპორტო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; 1992 წელს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის მთავარი საწარმოო სამმართველოს "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; ხელმძღვანელობდა საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღების, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების შენებლობას; არის წარმოებაში დანერგილი მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; დაჯილდოებულია სსრ კავშირის საელჩოსსიგელები (ავღანეთი). მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.502-503 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |