შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით სარაჯიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სადაც დაეუფლა არქიტექტორთა და მშენებელ ინჟინერთა პირველი გაერთიანების სასწავლო პროგრამას 1867 წელს, ხოლო მოგვიანებით კვალიფიკაცია აიმაღლა გერმანიაში. 1880 წელს ხელმძღვანელობდა XVI საუკუნის კოშკებიანი გალავნით გარსშემოზღუდული კრემლის სარეკონსტრუქციო-აღდგენით სამუშაოებს ქ. ყაზანის ცენტრში; 1879-1992წწ. მონაწილეობდა სანკტ-პეტერბურგის ახალი უბნების განაშენიანებაში ქალაქის სპეციფიკური განლაგების გათვალისწინებით; აშენებდა საცხოვრებელ სახლებს, სავაჭრო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებს, ასევე ხიდებს; 1892-1995წწ. მოღვაწეობდა საქართველოში, კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ რომანოვის ლიკანის სასახლის მშენებლობის დროს; იყო სამშენებლო კონსტრუქციების ათვისება-დანერგვის ერთ-ერთი პიონერი რუსეთის მასშტაბით; უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა სამშენებლო საქმის განვითარებაში; მოსკოვის პოლიტექნიკურ მუზეუმში ექსპონირებულია ხიდის მაკეტი წარწერით: "Инжинер Д. М. Сараджев" (სარაჯიშვილი). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.503-504
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |