The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინე მაღალაშვილი

ირინე მაღალაშვილი
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1950 წელს. 

კინოში მოღვაწეობს 1948 წლიდან. მონაწილეობს ფილმებში: "ქეთო და კოტე" (ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი, 1947, ქეთოს მეგობარი), "გაზაფხული საკენში" (ნ. სანიშვილი, 1950, მდივანი), "ბედნიერი შეხვედრა" (ნ. სანიშვილი, 1949, მარგარიტა), "ჭრიჭინა" (ს. დოლიძე, ლ. ხოტივარი, 1953, ნონა), "ჩრდილი გზაზა" (დ. რონდელი, 1956, მასწავლებელი), "ორი ოკიანის საიდუმლოება" (კ. პიპინაშვილი, 1956, რადისტი), "ოთარაანთ ქვრივი" (მ. ჭიაურელი, 1957, მანანა), "მაიაკოვსკი იწყებდა ასე..." (კ. პიპინაშვილი, 1958, ნატო), "ქალაქი ადრე იღვიძებს" (ს. დოლიძე, 1967, მსახიობი) და სხვ.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.129; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: