The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ სარიშვილი

თეიმურაზ სარიშვილი
Date of birth:1 January, 1953  (72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს.

1976 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ-ოსტატად, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1989 წელს დაინიშნა იმავე ტრესტის სპეციალური სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სადაც იმუშავა 1991 წლამდე; 1991 წელს დააფუძნა სამშენებლო კომპანია შპს "იმკ-91" და შემდეგ შპს "იმკ+", რომლის გენერალური დირექტორია დღემდე; 1997 წლიდან კომპანია შპს "იმკ+" აწარმოებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე GSM-ის სისტემის მშენებლობას (მათ შორის ანძების მონტაჟს 20-70 მეტრამდე სიმაღლით); მონაწილეობდა ტაბახმელის ბიოლოგიური კომბინატის კომპლექსის, ქ. თბილისის ნუცუბიძის პლატოს მე-3 მკრ-ის საშუალო სკოლის 1320 მოსწავლეზე, ვაზიანში საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" "ტამპონაჟნაიას" ბაზის, სამთავრობო დასასვენებელი სახლის მიუსერაში, ალექსეევკაში უსინათლოთა საზოგადოების საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობის, თბილისში "მეტსაქსის" საცდელი ქარხნის, შავიზღვისპირა კომპლექსი "ანდამატის", მრავალი საყოფაცხოვრებო და კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ქველმოქმედებას, ააშენა ყოველთა სახელობის ეკლესია ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.504-505


Share: