Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ სეთურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სეთურები, დუშეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1965წწ. მუშაობდა ყაზახეთის ქ. პავლოდარში, თბოელექტროსადგურების, ალუმინის ქარხნის და სხვა სამრეწველო ობიექტების მშენებლობაზე; 1965 წლიდან მუშაობდა სმოლენსკის ოლქში მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანებული ქალაქების აღდგენაზე; იყო სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი, ტრესტის მთავარი ინჟინერი, ტრესტის მმართველი; 1967 წლიდან მუშაობდა ავტოქარხანა "კამაზ"-ის მშენებლობაზე; 1977 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს გაერთიანება "საქსპეცმშენის" უფროსის პირველ მოადგილედ; 1978 წელს გადაიყვანეს იმავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველის მოადგილედ; 1979-1992წწ. მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქმთავარმონტაჟმშენის" უფროსის მოადგილედ; სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა ქალაქების - გაგარინის, ვიაზმის, იგორევკას სამრეწველო-სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენაში; თბილისის ელმავალმშენებელი და ზესტაფონის ფეროშენადნობთა (რეკონსტრუქცია), ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სატვირთო ავტომობილების ქარხნების, ცხინვალის ტრიკოტაჟისა და ჭიათურის მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკების, საჩხერის ბამბეულის კომბინატის მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.506 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |