Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაატა მილოროვა![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს, ხელოვნების ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება (რ. ესაძის სახელოსნო) 1984 წელს და კიევის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისურის სპეციალობით (ვ. გრესის სახელოსნო) 1990 წელს. 1981-1985წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად ("უბედურება", "ნეილონის ნაძვის ხე", "წიგნი ფიცისა", "მონანიება"). გადაიღო ფილმები: "აქ ჩვენთან" (მ/მ, 1989), "წინა დღეს" (მ/მ, 1990), "ვირთხა" (1991), "ჯერ შეიცადეთ..."ოტელო" ქუთაისში" (მ/მ, 2003). წლების განმავლობაში "პირველი არხის" ხალხური შემოქმედების რედაქციის მთავარი რეჟისორი იყო. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა არა ერთი გადაცემა ქართული ფოლკლორის, ზეპირსიტყვიერებისა და ხალხური რეწვის შესახებ. სიცოცხლის ბოლო წლებში ის ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა, სადაც რამდენიმე დადგმა განახორციელა. მიღებული აქვს საკავშირო კინოფესტივალის "ოქროს არწივის" პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის (1992). წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.135; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; newposts.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |