შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ მეგრელიშვილი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე (1956-1960). 1942 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ოპერატორის ასისტენტად, 1957 წლიდან -ქდსპფ სტუდიაში ოპერატორად. თანამშრომლობდა კინორეჟისორ რამაზ ჭიაურელთან. გადაიღო თითქმის ყველა მისი ფილმი, მათ შორის: "ჩვენი მეგობარი"(1959), "ალექსანდრე ციმაკურიძე", "ერთი გამარჯვების ისტორია", "კაპიტანი გოგიტიძე" (1960), "იაკობ ნიკოლაძე" (1961), "რუსთაველის გმირების ილუსტრაციები" (1962), "გიგო გაბაშვილი", "რძე მცხუნვარე მზის ქვეშ"(1962), "გზის დასაწყისი" (1962), "ქართული შექსპირიანა", "სიტყვა მართავს მანქანას"( 1964), "ვერიკო ანჯაფარიძე", "ქართული კერამიკა" (1966), "დავით კაკაბაძე", "იქნებ ნახატში გადარჩეს", "უშანგი ჩხეიძე", "ნიკოლოზ შენგელაია"(1968), "დუდუკი ჰანგებში", "ლადო კეცხოველი", "სოფლის მშენებლები", "ცა, სივრცე, გზები"( 1969), "საქართველოს დიდი სპორტი, საქართველოს ცხენოსნები" (1971), "მთაწმინდის პანთეონი", "ქვის ფარაჯიანი ჯარისკაცები"(1975) და სხვ. ამავე რეჟისორის მხატვრული ფილმები: "მამონას ცდუნება" (1960), "დედის წერილი" (1968), ფილმი-ბალეტი "შთაგონება" (1968). გ. მონავარდიშვილის ფილმები: "ირაკლი აბაშიძე", "ნოდარ დუმბაძე"(1978), "სევდიანი რომანსი"(1979), "თბილისობა"(1980), "ალიო მირცხულავა"(1983), და სხვ. რეჟისორია ფილმისა "ნიკო მასწავლებელი" (ვ. ალავიძე, 1960), "მუშური პატიოსნება" (ო. გურგენიძე, 1962), "სოფლის თავკაცი" (ე. შანიძესთან ერთად, 1963) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.133; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 652 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |