Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბეჟიტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; იაკობ გოგებაშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წელს. 1985-1987 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1992-1993 წწ. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში ძმასთან, ნოდართან ერთად. 1993 წლის 2 ივლისს, ნოდარ ბეჟიტაშვილი ლაბრასთან შეტაკებისას გარდაიცვალა. 1994-2000 წწ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; 2000-2002 წწ. უნივერსიტეტ "გეორგიას" პრორექტორად; 2000-2007 წწ. ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას ილია ჭავჭავაძის სახ. ეროვნულ უნივერსიტეტში, იყო "სეუ-ს" დეკანის მოადგილე; 2007-2008 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების სარდლის თანაშემწედ, სარდლობის აპარატის უფროსად; 2008-2009 წწ. ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებდა; 2009 წლიდან ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახ. ეროვნულ უნივერსიტეტში, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანია; მისი ავტორობით გამოცემულია რამდენიმე სახელმძღვანელო, მონოგრაფია, ისტორიული კვლევები სამხედრო სფეროში, მისი სტატიები იბეჭდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პერიოდულ პრესაში. 2014 წელს მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემით – "ევროპა და კავკასია რეგიონალური ურთიერთობების კონტექსტში", თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ III საერთაშორისო სიმპოზიუმში თემაზე – "პირველი მსოფლოი ომი და კავკასია". 2014 წლის მარტში პრაღის, კარლოვის უნივერსიტეტში არჩეულ იქნა შოთა რუსთაველის სახ. ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლად. მისი მეცნიერული კვლევის სფეროა საქართველოდან ემიგრაციაში წასული დამოუკიდებელი საქართველოს გენერალიტეტის წარმომადგენლების, ოფიცრების, იუნკრების მოღვაწეობა და ცხოვრება 1921 წლიდან 1953 წლამდე. იგი აგრეთვე მუშაობს რელიგიურ თემატიკაზე. ისტორიის აკადემიური დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული სამხედრო–პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში (1921-1953 წწ.)" წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.295 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |