The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნადიმ ვარშანიძე

ნადიმ ვარშანიძე
Date of birth:15 January, 1966  (59 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტი 1992 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის ასპირანტურა 1997 წელს; ტარტუს (ესტონეთი) პროფესიული განათლების ცენტრი, სპეციალობა ლიდერშიპი (2009); GESO -ს საერთაშორისო სამსამხური, თანამედროვე ინსტრუქციული ტექნიკის სპეციალობით (2009).

1993-2006წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი; 1999-2005წწ. ბათუმის საზღვაო აკადემიის ჰუმანიტარული კათედრის უფროსი; 2005-2010წწ. ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი; 2013 წლიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი. მათ შორის: "ბათუმელი შემოქმედი გაზეთ "კვალში" (1998); "ზოგიერთი პრობლემა XIX-XXსს. აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის სინამდვილიდან" (თანაავტორები: ე. კახიძე, ჯ. ვარდმანიძე, 1999); "ხელოვნების მოყვარულთა წრეები ბათუმში XIX-XXსს. მიჯნაზე" (2000); "შუბანი" (2001) და სხვა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. თედო სახოკიას პრემიის ლაურეატი (2002), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეთნო-პოლიტიკური ვითარება ბათუმის ოლქში XIX ს-ის 80-90-იან წლებში", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.172; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალი საინფორმაციო პორტალი: khelvachauri.ge


Share: