შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური სვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს. 1988 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის ჩრდილო-დასავლეთის მშენებლობის მთავარი სამმართველოს ტრესტ "ფოლადკონსტრუქციების" ქ. პეტროზავოდსკის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში უბნის უფროსად; 1989-1990წწ. ქ. ბელამორსკში თევზის ქარხნის მშენებლობაზე, გერმანულ ფირმასთან ერთად, ქ. ნადვოიცაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის უფროსად უნგრულ სამშენებლო ფირმასთან ერთად; 1992-1997წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარ სამმართველო "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" თბილისის "ფოლადკონსტრუქციის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსად, სს "თბილფოლადკონსტრუქციის" გენერალური დირექტორის მოადგილედ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; 1997 წელს იყო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე; 2001-2003წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სსიპ "მშენებლის"დირექტორის მოადგილე; 2003-2009წწ. სსიპ "საწარმოთა მართვის სააგენტოს" სამშენებლო ინდუსტრიის განყოფილების უფროსი, დარგობრივი ეკონომიკის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი, ამავე ჯგუფის უფროსი; 2011 წელს მუშაობდა შპს "საქართველოს პარლამენტის ავტობაზის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; არის ქ. ქაიროში (ეგვიპტე) ხიდების, გვირაბებისა და შენობა-ნაგებობების მშენებლობაში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს სერტიფიკატი. მშენებლობის ინჟინერიის დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.508-509; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.62 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |