The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლიკო ჟღენტი

ოლიკო ჟღენტი
ოფიციალური სახელი:ოლღა ჟღენტი
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1968  (58 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეატრის განყოფილება 1990 წელს.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო  ნაშრომებო და სტატიები ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე. როგორც სცენარისტმა და რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები" (2005) და "ჯონ სტეინბეკის "რუსული დღიური" 60 წლის შემდეგ" (2008); 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების პედაგოგი, მიწვეული ლექტორი; 2010-2011წწ. - დოკუმენტური ფილმების რეჟისორი - ტელეკომპანია - «ПИК»; 2008-2011წწ. - ჟურნალების "ქართული მწერლობა", "ლიტერატურა და ხელოვნება" სარედაქციო ჯგუფისა და საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2013-2017წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ავტორი და რეჟისორი; 2012 წლიდან აი(ი) "ასოციაცია პატრია" თავმჯდომარე. სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო ინსტიტუტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. დრამატურგისა და სცენარისტის სულიკო ჟღენტის შვილი. კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "ეროვნული და სოციალური საკითხი 20-იანი წლების ქართულ კინოში", დაიცვა 2007 წელს.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 154; სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო ინსტიტუტი: batu.edu.ge

ბიბლიოგრაფია

  • ოთარ მეღვინეთუხუცესი : ნიღბის მიღმა... : ინტერვიუები, ჩანაწერები, რეცენზიები, წერილები, სტატიები, მოგონებები / პროექტის ავტორი და წიგნის შემდგენელი ოლიკო ჟღენტი (შემდგენელი). - თბილისი, შპს "სეზანი", 2017. - 600გვ.. - ISBN: 9789941097751
  • როგორ შერჩები მარადისობას... : სულიკო ჟღენტი ; პროექტის ავტორი და შემდგენელი ოლიკო ჟღენტი (შემდგენელი). - თბილისი, ფავორიტი სტილი, 2015. - 560გვ.. - ISBN: 9789941082962
  • ბათუმი კინოში = Batumi in Cinema (ავტორი). - ბათუმი, 2014. - 472გვ.. - ISBN: 9789941060977
  • Судьба солдата, сценариста... : очерки, киносценарии (შემდგენელი). - Москва, Армпресс, 2010. - 402გვ.. - ISBN: 9785903166459
  • თბილისი ქართულ კინოში : XX საუკუნე (ავტორი). - თბილისი, პეტიტი, 2010. - 330გვ.. - ISBN: 9789941029707
  • კნუტ ჰამსუნი და საქართველო : დაბრუნება ზღაპრულ ქვეყანაში, 1899-2009 / პროექტის ავტ., შემდგ. ოლიკო ჟღენტი ; მთ. რედ.: ოლიკო ჟღენტი, კახაბერ ლორია (შემდგენელი). - თბილისი, კნუტ ჰამსუნის საზ-ბა საქართველოში, , 2010. - 206გვ.. - ISBN: 9789941027567
  • კავკასიიდან ვოლგისაკენ : ფრიტიოფ ნანსენი ; წიგნი შეადგინა, წინათქმა, ფოტოები და წერილები დაურთო ოლიკო ჟღენტმა (შემდგენელი). - თბილისი, ინტელექტი , 2010. - 174გვ.. - ISBN: 9789941420221

გააზიარე: