The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოშრევან სიგუა

ნოშრევან სიგუა
Date of birth:16 September, 1937
Date of death:2006  (at 68 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" საწარმოო პროექტირების ჯგუფში, შემდეგ ტექნიკურ განყოფილებაში ჯგუფის უფროსის მოადგილედ; მუშაობდა უშუალოდ მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1965-1967წწ. მონაწილეობდა ქ. ტაშკენტის აღდგენით სამუშაოებში, საქართველოს სამშენებლო ორგანიზაციის მთავარ ინჟინრად; 1969-1972 წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის N9 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1972-1976 წწ. მივლინებული იყო ავღანეთშის რესპუბლიკაში აზოტოვანი სასუქების ქარხნის მშენებლობაზე საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილედ; 1976-1980 წწ. მუშაობდა საქართველოს ადგილმრეწველობის სამინისტროს საკონსტრუქტორო საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის მთავარ ინჟინრად; 1980-1987 წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობის განყოფილების უფროს რეფერენტად; 1987-1996 წწ. მშენებლობის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1997-2005 წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან ერსებული სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრის მთავარი სპეციალისტი. დაჯილდოებულია ავღანეთში სსრ კავშირის საელჩოს საპატიო სიგელით; საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.509


Share: