Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ სილაგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; 1989-1993წწ. ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტის "ამიერკავკასტრანსმშენის" (შემდგომში - "საქტრანსმშენის") მმართრველის მოადგილედ წარმოების დარგში; 1993-2003წწ. იყო პრივატიზაციის სპეციალიზებული საბარათო საინვესტიციო ფონდის სს "ჯორჯიანტრანზოილინვესტის" დირექტორი, ფირმა "არგოტურის" დირექტორის მოადგილე, სს "ქიმპოლიმერის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2003 წლიდან მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში მშენებლობის, მშენინდუსტრიისა და საშენ მასალათა წარმოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო სამინისტროში ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, მეცნიერებისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის პირველ მოადგილედ; მონაწილეობდა კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სოციალური დანიშნულების არაერთი ობიექტის, სარკინიგზო ხაზების მშენებლობაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი სატრანსპორტო მშენებლობაში ნორმატიული ბაზის განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში; არის 17 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; სამეცნიერო-ტექნიკური, არქიტექტურულ-სამშენებლო, ინტელექტუალურ-საპატენტო და ეკონომიკური ტერმინების ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიის წევრი; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.510 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |