The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მენაბდე

ლევან მენაბდე
Legal name:ლევან მენაბდე
Other name:ლეო მენაბდე
Date of birth:20 November, 1924
Date of death:26 June, 2002  (at 77 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Literary scholar, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადეგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს.

1970-200წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრისა და რუსთაველის კაბინეტის (1966-2002) გამგე; 1994-2002წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების გამგე; ალმანახ "მწიგნობარისა" (1995-2002) და საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის შრომების (ტ. I-III; 1997-2004; ბოლო ტომი გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ) მთავარი რედაქტორი, საქართველოს ენციკლოპედიის ქართული ლიტერატურის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ლ. მენაბდის ძირითადი მონოგრაფიებია: "სულხან-საბა ორბელიანი" (1953, 1980, 2012), "ვახტანგ VI" (1966, 2011), "ვეფხისტყაოსანი" და საქართველოს ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწენი" (1967), "XIX საუკუნის ქართველი კლასიკოსები და ძველი ქართული მწერლობა" (1973), "რუსთველი საზღვარგარეთულ ლიტერატურაში" (1990), " XVII-XVII საუკუნეების ქართული ლიტერატურა" (1997) და სხვ. ლ. მენაბდის ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია "ძველი ქართული მწერლობის კერები" (ტ. I. 1962, ტ. II. 1980), რომელშიც შესწავლილია საქართველოს საზღვრებსა და მის ფარგლებს გარეთ (პალესტინა-სირია, ათონი, კონსტანტინეპოლი, პეტრიწონი და სხვ.) აღმოცენებული ქართული კულტურის კერების ისტორია, აღნუსხულია იქ შექმნილი წერილობითი ძეგლები, გაშუქებულია მათი მნიშვნელობა ქართული სულიერი კულტურის ისტორიისათვის. წიგნის ვრცელი რეზიუმეები გამოიცა რუსულ და ინგლისურ ენებზე (თბ., 1968); შეადგინა ლიტერატურულ-მხატვრული ძეგლებისა და სამეცნიერო გამოკვლევების 15 კრებული; მისი ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოცემულია კაპიტალური კრებული "რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში" (ტ. I-IV, თბ., 1976-1988); შეადგინა და რუსულ ენაზე გამოსცა "ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია (V-XVIIIსს.)" (1982, 1987); ლ. მენაბდისა და დიმ. ლიხაჩოვის საერთო რედაქტორობით სანქტ-პეტერბურგის რუსული ლიტერატურის ინსტიტუტისა ("პუშკინის სახლი") და თსუ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მიერ ერთობლივად მომზადდა და გამოიცა ორი კრებული "შუა საუკუნეების ქართული  და რუსული ლიტერატურა" (ლენინგრადი, 1979; თბ., 1982). არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღანელი; გამოქვეყნებული აქვს 450-მდე სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 150-ზე მეტი სპეციალური გამოკვლევა (მათ შორის 14 წიგნი და 8 ბროშურა). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასურელ მამათა საკითხისათვის", დაიცვა 1950 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძველი ქართული მწერლობის კერები", დაიცვა 1963 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია, დამფუძნებელი წევრი, პრეზიდენტი (1995-2002)

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: