The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი
Date of birth:2 June, 1974  (50 years)
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი და სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში - საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში განაგრძო.

საჯარო სამსახურში გადასვლამდე, დასაქმებული იყო კერძო სექტორში, მმართველ პოზიციებზე შპს "ქართუ მენეჯმენტსა" და სს "პარქაუნთში"; აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება როგორც საავიაციო, ისე სამშენებლო სექტორზე; სხვადასხვა დროს, იკავებდა სს "ბაგები სითი ჯგუფში" პროექტების მენეჯერის, შპს "ბურჯში" - ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდეგ - ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. კარიერის უფრო ადრეულ ეტაპზე მუშაობდა საავიაციო ბიზნესში, ავიაკომპანია "Georgian Air"-ში, უფროს მენეჯერად, ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზებში", კომერციული დირექტორის თანაშემწედ და ხელშეკრულებების განყოფილების უფროსად. 2012 წლის 1 ნოემბრიდან, იკავებდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობას. 2018-2021წწ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; 2018-2021წწ. საქართველოს ვიცე-პრემიერი.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: mrdi.gov.ge


Share: