Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ქობულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1993 წელს; 2001 წელს აშშ-ში, ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. აშშ-ში სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ში, სადაც იყო უფროსი პარტნიორი. წლების მანძილზე იგი კონსულტაციას უწევდა საერთაშორისო დონის მოწინავე მსხვილ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში სტრატეგიული, მართვის სისტემების, საწარმოო საქმიანობის სფეროში. მისი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები იყო ნავთობ-გაზის, სამთომომპოვებელი და მეტალურგიული მრეწველობა. აღნიშნულ დარგებში მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულია ორგანიზაციული გარდაქმნები, მომარაგების სისტემების სრულყოფის პროექტები და გაუმჯობესებულია ოპერაციული საქმიანობა. გიორგი ქობულიას საქმიანობა McKinsey-ში ეკონომიკის დარგში განხორციელებულ მრავალ წარმატებულ პროექტთან არის დაკავშირებული. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, შემდგომ კი ფარმაცევტულ კომპანია Merc&Co-ს წარმომადგენლად საქართველოში. 2018-2019 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |