The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი
Date of birth:11 February, 1974  (50 years)
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვალიფიკაციით წარმოების ეკონომიკა და მართვა 1996 წელს; 1997 წელს - "საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების" სპეციალური ინტენსიური კურსი; 2009 წელს წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამა ფინანსების სხვსდასხვა სფეროში; გაიარა ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული არაერთი ტრენინგი.

1997 წლის იანვრიდან 2000 წლის ივლისამდე იყო შპს "ჯეოსელის" ფინანსური განყოფილების სპეციალისტი; 2000 წლის ივლისიდან 2000 წლის დეკემბრამდე იყო შპს "ჯეოსელის" ფინანსური განყოფილების უფროსი სპეციალისტი; 2001 წლის იანვრიდან 2006 წლის ივნისამდე - შპს "ჯეოსელის" ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ანგარიშების დეპარტამენტის მენეჯერი; 2006 წლის ივნისიდან 2013 წლის მაისამდე - შპს "ჯეოსელის" ფინანსური დირექტორი; 2010-2011 წლებში იყო TeliaSonera's Eurasian ოპერაციებისთვის მობილური ადაპტაციის სტრატეგიის შემუშავების გუნდის წევრი (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ნეპალი და მოლდოვა). 2012-2015 წლებში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიასთან კომერციულ და ტექნოლოგიურ კვლევებში (McKinsey,Accenture, Informa Telecoms, Delta Partners); 2013 წლის მაისიდან 2018 წლის მაისამდე - შპს "ჯეოსელის" კომერციული დირექტორი; 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრად; 2021 წლის 31 მარტს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობა.

წყარო: საქართველოს მთავრობის ვებგვერდი: web.archive.org


Share: