The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე
Date of birth:28 February, 1978  (47 years)
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

გააჩნია, როგორც საჯარო, ისე კერძო  სექტორში, მენეჯერულ პოზიციებზე  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საჯარო სამსახურში გადასვლამდე, სხვადასხვა დროს, კერძო სექტორში მუშაობდა: "დიპლომატ ჯორჯია"-ში ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის; სს "საქართველოს ლატარიის კომპანია"-ში შესყიდვების, ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის დირექტორის; სს "ლომისი" - ლუდსახარშ ნატახტრში ლოჯისტიკისა და შესყიდვების დირექტორის და სს "ქართუ ჯგუფი"-ში საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებზე. კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის საჰაერო და საზღვაო პორტების პროექტის ექსპერტად, სამხრეთ კავკასიის ანტი-ნარკოტიკულ პროგრამაში. 2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა  საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და  შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. 2018 წლის აპრილიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2021-2025წწ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ გვერდი: mrdi.gov.ge


Share: