შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ბეგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადებია ადგილი: სოფელი ძველი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის ოჯახის ექიმის სამედიცინო ინსტიტუტი და მინიჭებული აქვს ექიმის კვალიფიკაცია. გააჩნია საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც თვითმმართველ ორგანოებში, ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში; კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა ქ. სიღნაღის გამგეობაში, გამგებლის მრჩევლის პოზიციაზე სამედიცინო საკითხებში, ხოლო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, იკავებდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შემდეგ - ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. კერძო სექტორში მუშაობისას, იკავებდა მმართველ პოზიციებს დისტრიბუციის, სერვისის, ლოჯისტიკისა და შესყიდვების მიმართულებით სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციებში, მათ შორის - "თეგეტა მოტორსში", "PSP ჯგუფსა" და CU Pharma-ში. 2018 წლის აპრილიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ გვერდი: mrdi.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |