The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგა კაცია

გიგა კაცია
Legal name:გრიგოლ კაცია
Date of birth:16 April, 1977  (47 years)
Category:Economist, Public official

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე იურიდიული ფაკულტეტი (მეორადი ფაკულტეტი). სწავლობდა გერმანიაში, "შპარკასეს" საბანკო სასწავლებელში, კორპორატიულ საბანკო საქმეს.

გააჩნია კერძო სექტორში, მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს, იყო "ბანკი რესპუბლიკა ჯგუფ სოსიეტე ჟენერალისა“ და "თიბისი ბანკის" ტოპ მენეჯმენტის წევრი, სადაც მონაწილეობდა ორგანიზაციის სტრატეგიის განსაზღვრაში. "ბანკ რესპუბლიკაში" მუშაობისას, გაიარა კარიერის სხვადასხვა ეტაპი - საოპერაციო ოფიცრიდან გენერალური დირექტორის თანამდებობამდე, ხელმძღვანელობდა ყველა სახის კომერციულ საქმიანობას; ასევე იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. გააჩნია  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება. "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში" (EBRD) იკავებდა მთავარი ბანკირის თანამდებობას. მის კომპეტენციაში შედიოდა სასესხო და კაპიტალის ოპერაციების, ასევე კომერციულ ბანკებთან სასესხო პროდუქტების მენეჯმენტი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა "თიბისი ბანკის" კორპორატიული დირექტორის მოადგილის  თანამდებობას. 2018 წლის მაისიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: mrdi.gov.ge


Share: