შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ქ. ტაშკენტის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1966-1968წწ. მუშაობდა თბილისის სახლსაშენი კომბინატის ინჟინრად; 1968-1978წწ. საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში ("სახმშენი") და რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტში მთავარ სპეციალისტად; 1978-1984წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; იყო თბილისის მთავარი არქიტექტორის მოადგილე; 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.512
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |