Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ სლოვინსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის გზებისა და ხიდების ფაკულტეტი 1931 წელს. 1931-1936წწ. იმავე ინსტიტუტში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; 1932-1936წწ. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად მუშაობდა ნატახტარის წყალსადენის ხელოვნური ნაგებობებისა და ერევნის საოპერო თეატრის რკინაბეტონის კონსტრუქციების დაპროექტებაზე; 1936 წელს ინიშნება თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის რწმუნებულად და იმავე ინსტიტუტში კითხულობს ლექციებს; II მსოფლიო ომის პერიოდში იყო საბჭოთა არმიის რიგებში და ხელმძღვანელობდა გადამღობი ნაგებობების მშენებლობას ამიერკავკასიის რკინიგზაზე, ხიდების აღდგენას "ტუაფსე-არმავირის" მონაკვეთზე; 1946 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის რკინიგზის საპროექტო ინსტიტუტ "გზაპროექტის" უფროსად; 1949 წლიდან თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის საკვლევ-სამეცნიერო სამუშაოთა განყოფილების გამგედ; საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის შერწყმის შემდეგ, მუშაობდა "ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების" კათედრაზე, სადაც მოღვაწეობდა ჯერ დოცენტად, შემდეგ პროფესორად; 1977-1985წწ. არჩეული იყო კათედრის გამგედ; 1962 წელს მისი სამეცნიერო ნაშრომის შედეგები წარმოდგენილი იყო სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე და დიდი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა; აღნიშნული ნაშრომი საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას, რომელიც დაიცვა 1966 წელს; 1964 წელს არჩეულ იქნა წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის საერთაშორისო ფედერაციის ეროვნული (სსრკ) კომისიის ბიუროს წევრად; წარმატებული და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული მოღვაწეობისთვის დაჯილდოებული იყო მრავალი სახელმწიფო ჯილდოებით, ასევე მინიჭებული ჰქონდა სსრკ დამსახურებული რაციონალიზატორის, წარჩინებული მშენებელის, საპატიო რკინიგზელის წოდება; თავდაცვითი სამუშაოების წარმატებით შესრულებისათვის მიღებული აქვს სამამულო ომის მედალი და სამამულო ომის ორდენი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.513-514
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |