The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაურა რეხვიაშვილი

ლაურა რეხვიაშვილი
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რუისპირი, თელავის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1975 წელს.

მოღვაწეობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის "კინომსახიობთა თეატრში". მონაწილეობდა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლებში. კინოდებიუტი შედგა მუსიკალურ კომედიაში "სიყვარული ყველას უნდა" (გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი, 1980). მონაწილეობს ფილმებში: "ბაკურხეველი ხევსური" (გ. ჩოხელი, 1980), "მშობლიურო ჩემო მიწავ" (ო. კობერიძე, 1982), "მაცივარში ვიღაც იჯდა" (ყ. მგელაძე, 1989), "სიბრძნის კარავი" (ო. კობერიძე, 1982), "ათოვდა ზამთრის ბაღებს"(გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1984), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (გ. შენგელაია, 1984), "რობიზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა" (ნ. ჯორჯაძე, 1986), "თედო" (ა. შანშიაშვილი, 2005) და სხვ. 2015 წლიდან მონაწილეობს ქართულ სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" (ეგონა). ხულოს დრამატულ თეატრში დაგმული აქვს სპექტაკლი "ორაგულები". 

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 156; მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი: tumanishvilitheatre.ge


გააზიარე: