შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ როგავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სასწავლებელი ფერწერის განხრით. 1961 წელს მუშაობა დაიწყო ქდსპფ სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად. როგორც ოპერატორმა გადაიღო მრავალი სიუჟეტი კ/ჟურნალებისთვის "საბჭოთა საქართველო", "სპორტი", "საბჭოთა ამიერკავკასია", დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები, მათ შორის: "აკადემიკოსი ავლიპ ზურაბიშვილი" (გ. მონავარდიშვილი, თ. ბაქრაძე, 1970), "ლადო ასათიანი" (დ. კობახიძე, 1975), "იამბე, ციხის ნაშალო" (შ. შონია, 1982), "ფესტივალი, ფესტივალი" (ე. ვაწაძესთან / ე. ფედნევი, 1985), "ჩაიანის მშენებლობა" (თ. მალანია), "ცხინვალი გუშინ, დღეს" (გ. ჭუბაბრია, 1993), "გზა თავისუფლებისკენ" (გ. ჭუბაბრია, 1993) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 156-157; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |