Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტრისტან სარალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1979წწ. მუშაობდა რუსთავის თეატრში; რუსთავის თეატრში განსახიერებული როლები: ბადრი ("დარაბებს მიღმა გაზაფხულია"), გლეხი ("გვირგვლიანების ოჯახი"); რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან; რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: ოკეანე (ესქილე "მიჯაჭვული პრომეთე", რეჟ.: რ. სტურუა), მეჩირაღდნე (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი "პატარა უფლისწული", რეჟ.: ნ. საბაშვილი), ჯამბაზი (თ. ჭილაძე "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", რეჟ.: რ. სტურუა), ლევანი (თ. მეტრეველი "შეშლილი, შეშლილი… ახალი წელი", რეჟ.: რ. ჩხაიძე), ბანკის მმართველი, პრეზიდენტი, მსახიობი (მ. ჯავახიშვილი "კვაჭი კვაჭანტირაძე" რეჟ.: ა. ვარსიმაშვილი), ლოთი, მეგარმონე, კოჭლი (ბ. ბრეხტი "კავკასიური ცარცის წრე", რეჟ.: რ. სტურუა), მკვლელი (შექსპირი "მეფე ლირი", რეჟ.: რ. სტურუა), გოჩა (ი. სამსონაძე "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე", რეჟ.: გ. თავაძე, გ. ბარაბაძე), მოქალაქე, ჯარისკაცი (კალდერონ დე ლა ბარკა "ცხოვრება სიზმარია", რეჟ.: რ. სტურუა), ჭეიშვილი (ნ. დუმბაძე "საბრალდებო დასკვნა", რეჟ.: რ. სტურუა), პოლიციელი (ბ. ბრეხტი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", რეჟ.: რ. სტურუა), მკვლელი (შექსპირი "მაკბეტი", რეჟ.: რ. სტურუა), მცველი (ხ. ლევინი "პირდაღებული", რეჟისორი და კომპოზიტორი დ. საყვარელიძე), გელა (ლ. თაბუკაშვილი "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი", რეჟ.: რ. სტურუა, დ. ხინიკაძე), ქავთარ (გრ. რობაქიძე "ლამარა", რეჟ.: რ. სტურუა), შაქრო, მოსე (ი. ჭავჭავაძე "კაცია-ადამიანი?!", რეჟ.: რ. სტურუა, ა. ენუქიძე), ჯარისკაცი (შექსპირი "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ", რეჟ.: რ. სტურუა), ლადო (ი. სამსონაძე "ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი", რეჟ.: რ. სტურუა, ა. ენუქიძე), ქონდართუხუცესი (ა. სულაკაური "სალამურა", რეჟ.: რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია), მეათე მსაჯული (რ. როუზი "თორმეტი განრისხებული მამაკაცი", რეჟ.: რ. სტურუა, რ. ჩხაიძე), ლორდი სენტ ჯონი (მ. ტვენი "უფლისწული და მათხოვარი", რეჟ.: ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე); მონაწილეა სპექტაკლებისა: "მეფე ლირი", "იაკობის სახარება", "სტიქსი", "ჯადოსნური ღამე", "შობა ტიფლისში", "ბედი ქართლისა", "საახალწლო ნობათი"; ითამაშა თავისუფალი თეატრის სპექტაკლში "პროვინციული ამბავი"; გადაღებულია ფილმებში: "ბეღურების გადაფრენა" (კინოდებიუტი, რეჟ.: თ. ბაბლუანი, 1980), "სიყვარული ყველას უნდა" (რეჟ.: გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980, ), "ადამიანთა სევდა" (რეჟ.: გ. ჩოხელი, 1984), "ლომა დავიწყებული მეგობარი" (რეჟ.: ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ბანდიტი აგურის ქარხნიდან" (რეჟ.: გ. მატარაძე), "მჭედელი" (რეჟ.: ბ. ჩხეიძე), "მენახირე" (რეჟ.: ა. შანშიაშვილი), "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" (რეჟ.: გ. მატარაძე), "ბატონი ავანტურისტები" (რეჟ.: ბ. ჩხეიძე, 1985), "ხარება და გოგია" (რეჟ.: გ. შენგელაია), "პეიტარი" (რეჟ.: ა. შანშიაშვილი), "ჭა" (რეჟ. ა. ჩარკვიანი), "ლუიზა" (რეჟ.: ვ. კვაჭაძე), "გამოცხადება" (რეჟ.: გ. მატარაძე), "ქველი" (რეჟ.: ვ. კვაჭაძე), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რეჟ.: რ. ჩხეიძე), "ლოლიტა" (რეჟ.: რ. გიორგობიანი), "ლუკას სახარება" (რეჟ.: გ. ჩოხელი), "მარტოობის ორდენის კავალრები" (რეჟ.: ა. ცაბაძე), "მიჯაჭვული რაინდები" (რეჟ.: გ. ჩოხელი), "სიყვარული ვენახში" (რეჟ." გ. შენგელაია), "ჩემი პირველი სიყვარული" (რეჟ.: ს. ჯაჭვლიანი, 2003), "სიყვარული და კარტოფილი" (რეჟ.: ნ. გიუნაშვილი), "სკამი" (რეჟ.: ლ. ბზვანელი, 2004), "მიდიოდა მატარებელი" (რეჟ.: გ. შენგელაია), "თედო" (რეჟ.: ა. შანშიაშვილი, 2005), "გარიგება" (რეჟ.: ზ. კოლელიშვილი); მონაწილეა სხვა ქვეყნის კინოსტუდიებში გადაღებულ ფილმებში: "ნაბრძანებია ცოცხლად შეპყრობა" (რეჟ.: ვ. ჟივოლუბი), "გაქცევა ქვეყნიერების დასასრულამდე" (რეჟ.: ა. მაიოროვი), "ლიტვური ტრანზიტი" (რეჟ.: კუბილასი) და სხვა; მონაწილეა ტელეპროექტისა "სიცილის ზონა". თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 160; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; რუსთაველის ეროვნული თეატრი: rustavelitheatre.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |