Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო სოზიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1950 წელს. 1950 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნპროექტში"; 1954 წლიდან საცხოვრებლად გადადის ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა ქალაქდაგეგმარების საპროექტო ინსტიტუტ "მოსპროექტში"; მონაწილეობდა ქალაქების ომსკისა და უფის გენერალური გეგმების შედგენაში; 1963 წლიდან მივლინებული იყო ქ. მაგადანში, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის სახალხო მეურნეობის საბჭოს მშენებლობისა და სამშენებლო მასალების მრეწველობის სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1966 წელს დაინიშნა მაგადანის ოლქის სამშენებლო ტრესტ "მაგადანრემმშენის" მმართველად; 1968 წელს კი საპროექტო ინსტიტუტ "მაგადანკომუნპროექტის" დირექტორად; არჩეული იყო ქ. მაგადანის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; 1973 წელს ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის მმართველად; მისი ხელმძღვანელობით აშენდა ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი და მთელი რიგი მნიშვნელოვანი სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტები; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.514-515 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |