The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ სოსელია

გურამ სოსელია
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1966წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდრიპროექტში" სპეცპროექტირების განყოფილების უფროს ინჟინრად; 1966 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში ტექნიკური უნივერსიტეტის) წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი იყო; გაიარა სამეცნიერო-პედაგოგიური ზრდის ყველა საფეხური ასისტენტიდან სრულ პროფესორამდე; 1983-1986წწ. მუშაობდა პნომპენის (კამბოჯა) უმაღლეს ტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდრომელიორაციისა და ჰიდროტექნიკის ფაკულტეტის დეკანად და წყალმომარაგების კათედრის გამგედ; 1986 წლიდან, პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგების კათედრის სამეცნიერო-დარგობრივი ლაბორატორიის სამრეწველო წყალმომარაგების განყოფილებას; 1990 წელს დააარსა შპს "საქალაქო მეურნეობის ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსტიტუტი" (დაპროექტება-მშენებლობის უფლებით); 1998-2000წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო პროექტის ექსპერიმენტულ სტუდიას მსოფლიო ბანკის ეგიდით; 2000-2001წწ. სს "საქწყალპროექტის" კონსულტანტის რანგში, უშუალოდ იყო ჩართული რუსთავის, გორისა და ფოთის წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის საკანალიზაციო პროექტების შემუშავებაში; 1999-2004წწ. იყო თბილისის სტაბილური იზოტოპების ზესუფთა ტექნოლოგიების ინსტიტუტის კონსულტანტი; 2004 წლიდან იყო შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერის" საპროექტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2011 წლიდან საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის მთავარი სპეციალისტია; 2011-2012წწ. იყო USAID-ის ექსპერტი საქართველოს ქალაქებისა და დასახლებული ადგილების წყალმომარაგება-წყალარინების საკითხებში; არის 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი; კომბოჯის საგანმანათლებლო სფეროში აქტიური მუშაობისათვის დაჯილდოებულია უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.516

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: