Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ სეფიაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს. 1953 წლიდან გამოაქვეყნა რამდენიმე ათეული რეცენზია, მიმოხილვა და ნარკვევი დოკუმენტური კინოს თეორიისა და კლასიკური ლიტერატურის ეკრანიზაციის პრობლემებზე. იყო ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" რედაქტორის მოადგილე, 1969-1993წწ. - საქართველოს ტელევიზიის კინოგადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, რამდენიმე წიგნისა და მონოგრაფიის ავტრორი. მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები: "დავით გამრეკელი" (გ. კერესილაძე, 1973), "მიხეილ ჭიაურელი" (რ. გამცემლიძე, 1974), "ივანე ჯავახიშვილი" (ჟ. ლომიძე, ი. შველიძე, 1975), "ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში" (გ. ჭუბაბრია, 1989). 1970-1990წწ. საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე მიჰყავდა საავტორო პროგრამა "ილუზიონი". 1997 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში. კინოკრიტიკოსი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 161-162 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |