The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ჯალაღონია

ნანა ჯალაღონია
Other name:ნანინა
Date of birth:25 August, 1980  (44 years)
Category:Public official, Literary scholar, Scientist, Explorer, Educator

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი პედაგოგის კვალიფიკაციით 2001 წელს. 2011 წელს ჩაირიცხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, სადოქტორო პროგრამა "თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია".

2002-2004 წწ. საქართველოს შსს შინაგანი ჯარების ქიმიური სამსახურის საწყობის უფროსი; 2007-2009 წწ. წმინდა ნინოს სახელობის მრავალპროფილიანი კოლეჯის ლექტორი; 2008-2011 წწ. კერძო საბავშვო ბაღ "ცეროდენების" ფსიქოლოგი; 2008-2014 წწ. კიევის დარგდთაშორისი უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის სპეციალობის ასისტენტ პროფესორი; 2011 წელს ჟურნალ "ათინათის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2011- 2014 წწ. შპს საშუალო სკოლა "კანდიდის" ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 2012-2014 წწ. სსიპ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრ "თეთრი ტალღის" კადრების სამსახურის უფროსი; 2014 წლიდან დღემდე სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი (2014 წელს - მოიპოვა საჯარო სკოლების დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერთიფიკატი), 2015 წლიდან დღემდე ამავე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ჩართულია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. ხელმძღვანელობს შიდა შეფასების ჯგუფს; ამავე დროს არის საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების დირექტორთა საბჭოს წევრი (წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონს); მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები სასკოლო-საგანმანათლებლო თემატიკასთან დაკავშირებით; არის გამარჯვებული საქართველოს ესეების კონკურსისა "მასწავლებლები კონსტიტუციაზე", სადაც ასევე წარადგინა აფხაზეთის რეგიონი (ერთადერთი გამარჯვებული აფხაზეთის რეგიონიდან); მიღებული აქვს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს (2016), საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიგელები; გამოცდებისა და შეფასების ცენტრისგან მადლობის სიგელი "ფიზიკის სახელმწიფო შეფასების ადმინისტრირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის"; სასკოლო საოლიმპიადე ორგანიზაციების "kings"  და "სმარტის" მადლობის  წერილები; სიგელები და სერთიფიკატები. აქვს სერჟანტის სამხედრო წოდება. ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ირონია, როგორც კომიკურის აქტუალური ფორმა", დაიცვა 2017 წელს.

Bibliography


Share: