შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ სოტკილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო (განაწილებით) ქ. მოსკოვის სამოქალაქო მშენებლობის N2 სამშენებლო ტრესტის N19 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1964 წლიდან მუშაობდა ოსტანკინოს ტელეცენტრის კომპლექსის მშენებლობაზე, შემდეგ მოსკოვის N2 სამედიცინო და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტების სასწავლო კორპუსების და პოლონეთის საელჩოს შენობების მშენებლობაზე; 1977 წლიდან გადაიყვანეს N29 სამშენებლო ტრესტ "მოსსტროის" N206 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ლუჟნიკების სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქციის და რიგი ოლიმპიური ობიექტების (1980) მშენებლობას; 1982 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროს ზუგდიდის ხელსაწყოთა ქარხანა "ვექტორის" დირექტორად; ცხოვრობს აშშ-ში და ეწევა სამშენებლო საქმიანობას ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.517 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |