შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სტეფნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი, რველი, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1990წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტში" საძიებო ჯგუფისა და პარტიის ხელმძღვანელად, ექსპედიციის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1969-1971წწ. მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკაში საბჭოთა სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელად; 1972-1976წწ. საგზაო განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1976-1978წწ. ავღანეთში, საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელად; 1978 წელს საგზაო განყოფილების უფროსად; 1978-1990წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახავტოგზაპროექტის" დირექტორის მოადგილედ; იყო საქართველოში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, ავღანეთში, იემენსა და კუბის რესპუბლიკებში განხორციელებული არაერთი რთული საგზაო-სამშენებლო პროექტის ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.518 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |