შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ჯობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და გერმანიაში დარჩა. სწავლობდა გიოტინგენისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. 1950 წლიდან ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მუშაობდა იუტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში. ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში, განაგებდა ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს. ვახტანგ ჯობაძე იყო ერთადერთი იმდროინდელი ქართველი მკვლევარი, რომელსაც, ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, საშუალება ჰქონდა ემოგზაურა და შეესწავლა ტაო-კლარჯეთისა და ანტიოქიის ძეგლები. ავტორია მრავალი მონოგრაფიისა ქართული არქიტექტურის შესახებ, რომლებიც იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ ენებზე. მასვე ეკუთვნის კვიპროსზე ღალიის ქართული მონასტრის ნანგრევების აღმოჩენა (1981). შეისწავლა ანტიოქიაში ქართველ მონაზონთა ცხოვრება, აგრეთვე შავ მთაზე ძელიცხოვლის მონასტერი. ვახტანგ ჯობაძე გარდაიცვალა ქ. კარლსბადში (აშშ, ნიუ-მექსიკოს შტატი), დაკრძალულია თბილისში. ხელოვნების ისტორიკოსი, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიევისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. წყარო: ქართველი ემიგრანტები: emigrantebi.weebly.com; საქართველოს ძეგლები: dzeglebi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |