The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შავ-ზაქარია

Date of birth:10??
Date of death:10??
Category:Calligrapher

Biography

შავ-ზაქარია - XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა პალესტინაში, შავი მთის ქართულ მონასტერში. გადაწერა სახარება ნიკოლაოს ხუცესის დედნიდან, რომელიც შესრულებულია გიორგი მთაწმინდელის ორიგინალიდან. წიგნი დაწერილია ლამაზი ნუსხურით, ორ სვეტად, ყავისფერი მელნით, არშიებზე ასევე ლამაზი, შედარებით წვრილხაზოვანი, სასიამოვნო პროპორციის მთავრული საზედაო ასოებია. ზოგი სინგურით შესრულებული, ზოგი - მელნით. სინგურით ნაწერ საზედაო ასოებს ზემოდან და ქვემოდან უზის წვრილი მრგლოვანი ასოები - სტრიქონების სათვალავი: ყოველი ასეთი "ანსამბლი" მოფიქრებულია როგორც დეკორატიული ელემენტი. წიგნს თავში დართული აქვს კამარები - 14 გვერდი. სახარებაში ჩართულია ანანიას მიერ შესრულებული ორი მინიატიურა.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


Share: