The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შიოლა ღუდუშაური

დაბადების თარიღი:6??
გარდაცვ. თარიღი:6??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

შიოლა ღუდუშაური - (დაახლ. VII საუკუნე) ყოფილა მფლობელი (მთაში სხვა ბატონი არ ყოფილა) ღუდუშაურთა ხეობისა (დღევანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სნოს ხეობა), რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა. შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო. არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო - სამეფო სახლიდან და მას "მეფიანთ ქალს" ეძახდნენ. შიოლაზე ბევრი ბალადა და პროზაული ნაწარმოებებია შექმნილი, ერთ-ერთი გამორჩეულია გურამ დოჩანაშვილის "აჩხოტელების ბატონი".

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


გააზიარე: