The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ სულაქველიძე

ომარ სულაქველიძე
Date of birth:1937  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1977წწ. მუშაობდა საქართველოს სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო სამმარტველო "მრეწვენტილაციის"  სამონტაჟო უბნის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილებისა და 1977-1978წწ. ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; ამავე ტრესტის რუსთავის სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1978-1979წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N13 სპეციალიზებული მოძრავ-მექანიზებული კოლონის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1980-1987წწ. ხელმძღვანელობდა სპეციალიზებულ სამონტაჟო სამმართველო "მრეწვენტილაციის" თბილისის გაერთიანებულ სამონტაჟო უბანს, სამმართველოს საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებას; 1987-1992წწ. იყო რუსთავის სავენტილაციო ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი; 1992 წლიდან ფირმა "მრეწვენტილაციის" გენერალური დირექტორის მოადგილე; ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის უმსხვილესი სამრეწველო საწარმოების, ენერგო, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და თბილისის მეტროპოლიტენის ობიექტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული კორპუსების, ხელნაწერთა ს/კ ინსტიტუტის, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის (ოქროს ფონდში), ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დრამატული თეატრის და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების პროცესში გათბობა-ვენტილაციისა და სანტექნიკური სისტემა-მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.519-520


Share: