შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ სუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს; ქ. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის საკვალიფიკაციო კურსები (ქალაქგეგმარების განხრით). 1965-1967წწ. მუშაობდა მოლდავეთის სსრ-ში სამშენებლო უბნის უფროსად; 1967-1985წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" (შემდეგ "კურორტმშენის") N2 სამშენებლო სამმართველოში უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად და სამმართველოს უფროსად; 1985-1992წწ. იყო ქ. გაგრის მთავარი არქიტექტორი; 1995-2009წწ. მუშაობდა სს "N13 ტრესტის" მთავარ ინჟინრად; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ გაგრის კომპლექსური განაშენიანების საქმეში, სამოქალაქო, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების და დაბა ბიჭვინთის მსხვილი საკურორტო კომპლექსების მშენებლობაში; აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეობდა მაღლივი (16 და 18-სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების სეისმომედეგი, უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების (სერია იის-04) ათვისებისა და დანერგვის საქმეში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.520
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |