Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ სუპატაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი 1977 წელს; საქართველოს კპ ცკ მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1988 წელს. 1977-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამონტაჟო სამმართველო "სპეცშახტმონტაჟის" საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებაში უფროს ინჟინრად; 1978-1981წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N14 სამშენებლო ტრესტში ინჟინრად; 1981-1985წწ. ამავე ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად და უფროს ინჟინრად; 1985-1986წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატის მთავარი საწარმოო-განმკარგულებელი სამმართველოს მეტალურგიული მრეწველობის ობიექტების მშენებლობის განყოფილების წამყვანი ინჟინერი, ამავე სამმართველოს მსუბუქი და ადგილობრივი მრეწველობის ობიექტების მშენებლობის განყოფილების უფროსი, საქართველოს მშენებლობის მინისტრის თანაშემწე; 1986-1990წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქაგრომშენის" თავმჯდომარის მოადგილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.521
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |